ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
UK Small Business Saturday 2016

როგორ იგეგმება UK Small Business Saturday 3 დეკემბრისათვის?

UK Small Business Saturday 2016 –ის ჩატარება 2016 წლის 3 დეკემბერისთვისაა დაგეგმილი და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ღონისძიების მიზანია მოახდინოს 5,000,000-ზე მეტი ბრიტანული მცირე ბიზნესის პროდუქციის პოპულარიზება. ეს ის სეგმენტია, რომელი კერძო სექტორში სამუშაო ადგილების 60% ქმნის და ბრუნვის 50%-ზეა პასუხისმგებელი.

ცნობისათვის,

Small Business Saturday აშშ-ში 2010 წელს დაარსებული დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზებას და გაყიდვებს ისახავს მიზნად. kar.ge-ზე Small Business Saturday უკვე გავაშუქეთ, ასე რომ აქ მხოლოდ ბოლო შედეგს გეტყვით, რომელიც 2015 წლის 30 ნოემბერს „დაიდო“ აშშ-ში: 425 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიციის მიერ 2015 წლის 30 ნოემბერს მობილიზებულმა 95 მილიონზე მეტმა მყიდველმა ქვეყნის 4,100+ რეგიონში 16.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა და ეს იყო 2014 წელთან შედარებით 14%იანი ზრდა. 2010 წელს დაფუძნებული მოძრაობა 2016 წლის ღონისძიებას და ძველი რეკორდები დალეწვას 26 ნოემბერს გეგმავს. მოძრაობის Facebook გვერდს დააკვირდით 3.4 მილიონზე მეტი Like აქვს … ხვდებით ხომ რამოდენა ეფექტის მქონე მოძრაობაა?

ბრიტანული შვილობილი 2013 წლიდან არსებობს და Facebook-ზე ჯერ მხოლოდ 26,000-ზე მეტი Like აქვს. 2015 წელს ჩატარებულ Small Business Saturday-ზე 623 მილიონი ფუნტი დაიხარჯა, რაც 119 მილიონიანი ზრდა იყო [24 %]. ეს იყო #1 კამპანია Twitter-ზე, როცა დღეში 100,000-ზე მეტი ჟღურტულა გაიგზავნა. ადგილობრივ ხელისუფლებათა 75 %-მა მხარი დაუჭირა ამ ღონისძიებას. წელს კი რეკორდების დამსხვრევაა გეგმაში.

რა არის დაგეგმილი 3 დეკემბერისთვის მთელი UK მასშტაბით?

  1. ღონისძიებები მთელი UK მასშტაბით იმ ერთ კონკრეტულ დღეს. ეს არის გამოფენა-გაყიდვა, სადაც მცირე ბიზნესის პროდუქცია არის წარმოდგენილი;
  2. ავტობუსის ტური ქვეყნის მასშტაბით, რომელიც 100 ახალი მცირე ბიზნესის აღმოჩენას ისახავს მიზნად 100 დღიანი ტურის მანძილზე;
  3. 100 დღიანი კამპანია 3 დეკემბერამდე, რომელთაგან თითოეული გააშუქებს ადგილობრივ ბიზნესს და პროდუქციას;
  4. კონკურსი Small Biz 100, რომელიც 100 მცირე ბიზნესის წარმოჩენას ისახავს მიზნად;
  5. თითოეული პარნტიორი ორგანიზაცია, კომპანია და ადგილობრივი ხელისუფლება თავისი მხრივ წახალისებულია ჩატაროს თავისი ღონისძიება, რომ „ჩახტეს ნავში“;
  6. სემინარები და კონფერენციები, სადაც მეწარმეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და რომელიც პირდაპირ ცოცხლად გადაიცემა ინტერნეტით;
  7. და ა.შ. სრული გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია;

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უამრავი თანაორგანიზატორის, მედიის, ბიზნესის და სახელმწიფო სტრუქტურის და რაც მთავარია – მოსახლეობით ჩართულობით.

ცოტაც და ჩვენც გავაკეთებთ საქართველოში ანალოგიურს …