ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ზრდასრული ვაზის გასხვლა

როგორ გავსხლათ ზრდასრული ვაზი?

როგორ გავსხლათ ზრდასრული ვაზი?

როგორც კი ახალგაზრდა ვაზის გასხვლის თავისებურებები გავავრცელეთ მაშინვე შემოვიდა მოთხოვნა ზრდასრული ვაზის გასხვლის ვიდეოზე. ამ ვიდეოში გიჩვენებთ ერთ-ერთ ხერხს ზრდასრული ვაზის გასასხვლელად. ვიდეო გადაღებულია კახეთში, ხოხბის ცრემლების ვენახში. გიორგი ჭუჭულაშვილი, მეღვინე თავის ცოდნას გვიზიარებს.

4 მთავარი რჩევა:

  1. ვაზი უნდა გავაჩეროთ 80 სანტიმეტრზე;
  2. ერთ შტამბზე ვტოვებთ ერთ სამამულეს და ერთ შტამბს;
  3. რქა უნდა დავამოკლოთ 8 კვირტამდე;
  4. სუსტ შტამბს უნდა მოვაცილოთ რქაც და სამამულეც;

ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.

 

 

ხომ არაფერს დაამატებდით?