როგორ გადავაწვინოთ ვაზი?
მეჩხერი ვაზის შესავსებად აუცილებელია მისი გადაწვენა. უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ დეტალები. ვიდეო გადაღებულია კახეთში, ხოხბის ცრემლების ვენახში. გიორგი ჭუჭულაშვილი, მეღვინე, თავის ცოდნას გვიზიარებს.
ვაზის გადასაწვენად საჭიროა შემდეგი:
- მიწა უნდა გაითხაროს ღრმად, რათა ლერწი არ დაზიანდეს;
- ლერწი უნდა გასუფთავდეს;
- უნდა ჩავარჭოთ სარი, რათა შემდგომში ლერწი დავამაგროთ;
- მიწიდან ამოსული ლერწი უნდა გადავჭრათ 2 კვირტზე;
ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.