თუ აქამდე საერთო საქმეში თქვენი წვლილის შეტანის შესაძლებლობა ვერ მოგეცათ, აი შანსი … მე უკვე გამოვიყენე და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე 45 ლარის ღირებულების მაისური და ჭიქა შევიძინე. ამით ორი კარგი საქმე გავაკეთე: 1) ქართული წარმოების პროდუქცია ვიყიდე და 2) ქველმოქმედებაში ჩავდე მცირეოდენი თანხა. გაინტერესებთ კიდევ რისი ყიდვა შეგიძლიათ?
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს …
სტუმრები…
გამოფენილი ფერწერული ნამუშევრები, რომელთა შეძენა შეგიძლიათ [ფოტოების ხარისხისათვის ბოდიშს გიხდით] …
გასაყიდად გამოფენილი ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები. GIPA-ს დამსახურებით მოხვდა აქ ბრენდირებული ატრიბუტიკა.
ეს ჩემი ნაყიდი მაისური და ჭიქა 🙂
აუცილებლად ესტუმრეთ ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც 28 ივნისამდე გაგრძელდება საქველმოქმედო გამოფენა ”13 ივნისი”.