ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Farm-To-Table – თუ რესტორანი ან კაფე გაქვთ ეს იდეა თქვენთვისაა ზედგამოჭრილი

საქართველოში მე არ ვიცი არცერთი რესტორანი ან კაფე, რომელსაც ამ კუთხით გაეკეთებინოს სერიოზული კამპანია, არადა ამაში ნამდვილად ვხედავ პოტენციალს. რატომ? დააგუგლეთ Farm-To-Table და მიხვდებით.

რესტორნისათვის, კაფესთვის Farm-To-Table კამპანიის მთავარი იდეა იმაშია რომ თავის კლიენტურას [ან მოიზიდოს ახალი კლიენტურა] შესთავაზოს საქართველოს სხვადასხვა ფერმაში მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სპეციალური ინიციატივის ფარგლებში. წარმოიდგინეთ აშიშხინებული მწვადი, რომელიც რესტორანში თქვენს სუფრაზე მოაბრძანეს. დაგაინტერესებდათ მისი წარმომავლობა? დაგაინტერესებდათ იმ ბურვაკის გამოზრდის პირობები? დაგაინტერესებდათ რაზეა გაზრდილი? მოგხიბლავდათ ის ფაქტი, რომ ეს ხორცი საქართველოში გამოზრდილი ბურვაკისა და არა იმპორტული ხორცი?

რა თქმა უნდა რესტორნები საქართველოში ისედაც იღებენ პროდუქციას სხვადასხვა ადგილობრივი მეურნეობებიდან [ცოცხალი ცხოველი/ფრინველი, ხორცი, მწვანილეული, და ა.შ.], მაგრამ რასაც აქ ვსაუბრობ სხვა რამეა. ეს არის ამ თემის მარკეტინგულად დაწინაურება და კონკურენტულ უპირატესობად ქცევა. გინდათ თქვენი რესტორანი იყოს პირველი, ვინც Farm-To-Table მსოფლიო კამპანიის ნაწილი გახდება საქართველოში? ქართველებს ხომ გვიყვარს ვიყოთ რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი? ხომ გვიყვარს მარიაჟობა? ჰოდა აი შანსი, თან კარგი საქმის გაკეთება და თან სათანადო აღიარების მოპოვება.

თემა ღიაა და  არავის აუტაცია ჯერ. ვინც იქნება პირველი, ის ყველაზე მეტად მოიგებს! რა, რთული გეჩვენებათ ამის გაკეთება? ნამვილად არ არის რთული. ამაში ჩვენ, მოძრაობა KAR.GE დაგეხმარებით.

წყარო.