ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
რაჭველები

რაჭველები ძროხას ყიდიან

რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ეკითხება:

-რა ღირს ძროხა?

-500 ლარი, ქვე შენი ჭირი მე.

-რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია.

-რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა?

-წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა.

იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის:

-ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ…

 

** სურათზე რაჭველის და იმერელის პერსონაჟების ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/