ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რამდენ გრაფინს დალევდით?

ახალი წელი გვიახლოვდება და ნელ-ნელა სადღესასწაულო პროდუქციასაც ვუახლოვდებით
გრაფინი მათ შორისაა
1 ლიტრიანია
2 ლარი ღირს დახლზე
ნექტარია
მშვენიერი დასალევია
წარმოებულია ზედაზენის მიერ
ალუბალი სპეციალურად შემარჩევინეს ბავშვებმა
და ნამდვილად მოეწონათ გემო 🙂

დაგილევიათ?
მოგეწონათ?
გაგვიზიარეთ მოსაზრებები …

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!