გიყვარს ღვინო? ჩურჩხელა? ასკილის წვენი? ლიმონათი? წყალტუბოს სიროფი? ხორცპროდუქტები და სხვადასხვა ძეხვეული? ქართული წარმოების წინასაახალწლო სუვენირებზე რას იტყვი? ქართული სიგარა იცი როგორია? ფერმერული პროდუქტები? ეგ კიდევ რა, ქართული ელექტრონული პროდუქციაც რომ არსებობს იცოდი? სარეცხი და საპრიალებელი საშუალებების წარმოებაც გვაქვს, ჩიფსიც გვაქვს, პოპკორნიც, ქართული წინდაც, და უამრავი ხელნაკეთი სასაჩუქრე სუვენირიც …
მოკლედ,
18, 19 და 20 დეკემბერს სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში ც. დადიანის 7-ში უნიკალური ქართული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა იმართება. აი აქ უნდა მოხვიდე და ეს ქართული პროდუქტები უნდა იყიდოთ. ეხლა ბევრი ქეიფი გვიწევს ქართველებს და მოდით იმ ქართულ სუფრაზე მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქტები დავალაგოთ!
ფასები?
ამ ფასში ამ პროდუქციას ვერსად ვერ ნახავთ! 18-20 დეკემბერს ქარვასლაში თქვენ გემუქრებათ სერიოზული წინასაახალწლო ბაზრობა და სერიოზული დანაზოგი!
მისამართი: ც. დადიანის #7
აი რა დაგხვდებათ ქარვასლაში …
მონაწილე ქართული კომპანიები: AG მიკროელექტრონიკა, თექამიქსი, ნიკორა, ღვინის მარანი მანაველი, ქართული ჩიფსი Frixx, ბებოს ნობათი, ქართული წინდა, ჩირკოლადი, კომპანია BPC – ასკილის წვენი, ბადაგი, კოკლოზინას ბაქლავა, ქართული ყავა ჩერი, ნახევარფაბრიკატების საწარმო ჩვენებური, ბებოს ლავაში, Delicato (ქეითერინგი), საირმე, მედა ბრაითი, ქართული სიგარილა “RAMONA”, წყალტუბოს სიროფი, კარაქი „ნაგემი“, სს საქართველოს სათბურის კორპორაცია, ლიმონათი ხილიანი, ნეარტი.
მხარდამჭერები: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და სარეკლამო კომპანია პატიოარტი.
მედია მხარდამჭერები: ტელეკომპანია მაესტრო – საქმიანი დილა, ტელეკომპანია იბერია – ბიზნეს კოდი, ტელეკომპანია ახალი საქართველო – საზოგადოებრივი არჩევანი, რადიო აფხაზეთის ხმა, რადიო დარდიმანდი, რადიო პოზიტივი, CBW.ge – Caucasus Business Week, ABW.ge – Ajara Business Week, ჟურნალი ექსკლუზივი, Business Georgia, Agrokavkaz.ge, Ibusiness.ge, Georgia24.ge, Ipress, Vitube.ge, Myvideo.ge, Tbilisi Color Fest, FB რაჭა, MyRest, Kulinaria.ge, Editori.ge.
ქართული პროდუქციის ყიდვა ყველაზე დიდი პატრიოტიზმია დღეს!
PS.
რას იზამ? მოდიხარ? თუ უკვე იყავი?