ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.
დღეს მინდა გაგაცნოთ პროდუქტი, რომლის არსებობის შესახებ დარწმუნებული ვარ 10-დან 9-მ არ იცის საქართველოში. ნეტა რატომ?
შპს “მედა ბრაითი” ქართულ-ებრაული საწარმოა, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. საწარმო თბილისში მდებარეობს და ხარისხიან სარეცხ და საპრიალებელ საშუალებებს აწარმოებს. პროდუქცია იწარმოება საქართველოში ისრაელის გამოცდილებით და ტექნოლოგიით. პროდუქცია გათვლილია როგორც საოჯახო მეურნეობებზე, ასევე ორგანიზაციებზე.
ორანიტი კომპანიის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია. უნივერსალური სარეცხი საშუალება განკუთვნილია ნებისმიერი ზედაპირის იატაკის მოსარეცხად. ასევე ახდენს მორეცხილი ზედაპირის დეზინფიცირებას. რეცხვის შემდეგ ტოვებს მბზინვარე ეფექტს. 1 ლიტრი 2.15 ლარი ღირს. ჩემს ოჯახში უკვე კარგა ხანია რაც დაიდო ბინა, ასე რომ საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობ.
სამწუხარო ისაა, რომ სარეალიზაციო ქსელში ეს პროდუქცია ადვილად ხელმისაწვდომი არაა. თუ შეძენა გნებავთ დაუკავშირდით კომპანიას ამ გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე და შეკვეთის შემთხვევაში პროდუქციას ადგილზე მოგართმევენ.
მაშ,
ველი თქვენს ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂