განმარტება: “de minimis” – ეს არის ზედა ზღვარი, რომლის იქითაც ონლაინ შესყიდვების დროს გადასახადს იხდი. საქართველოდან მაგალითად ონლაინ 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში საბაჟო გადასახადის გადახდა გიწევს.
საკითხი ეხება კანადიდან აშშ-ის ონლაინ რითეილერებისგან კანადელების მიერ ონლაინ შესყიდვების განხორციელებას. წყარო იუწყება, რომ მყიდველების გადაქაჩვის მიზნით აშშ რითეილერებმა ტრანსპორტირების პირობები შეასუსტეს. სამაგიეროდ კი ითხოვენ კანადამ „de minimis” 20 დოლარიდან 200 დოლარზე გადააყენოს. მოთხოვნა ფრიად ლეგიტიმურია თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ის „de minimis” კანადასთან მიმართებაში 800 აშშ დოლარია. ანუ ამერიკელმა რომ კანადიდან იყიდოს, 800 $-მდე შესყიდვაზე გადასახადს არ იხდის.
კანადის რითეილ საბჭომ დათვალა და თუ ეს მოხდა კანადელი ონლაინ რითეილერები წააგებენ 4 მიმართულებით:
- კანადელები 15%-ით მეტს გადაიხდიან კანადელი ონლაინ რითეილერისაგან ყიდვის შემთხვევაში სხვა ონლაინ რითეილერთან შედარებით;
- კანადელები კანადელებისგან ნაკლებად იყიდიან;
- ნაკლები გაყიდული საქონელი ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში;
- კანადელი ონლაინ რითეილერების სამუშაოები გაქრება;
როგორ გადაწყდება ეს „ჭიდაობა“ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ სასწორზე ადამიანების მომავალი დგას! და დგას სწორედ ამ 4 მიმართულებით …