ქართულია & kar.ge-ა!
ნელსაცხებელი “ნუნისი” კანის მოვლის კარგი საშუალებაა. ფეხის კრემი “ნუნისი” სამკურნალო თვისებების მქონე ნუნისის წყლის გამოყენებით მზადდება. “ნუნისი” არბილებს კანს, ხელს უწყობს ნახეთქების მოშუშებას, ხსნის კანის სიმშრალის შეგრძნებას. გთავაზობთ კრემის მოხმარების წესს: დაბანვის შემდეგ კრემი შეიზილეთ ფეხის თითებს შორის და ტერფებზე.
“ნუნისის” კრემის შემადგენლობაში შედის: მინერალური წყალი “ნუნისი”, კოსმეტიკური სტეარინი, ემულსიური სანთელი, გლიცერინის მონოსტეარატი/ემულგატორი E-471, უწყლო ლანოლინი, მცენარეული ზეთი, გვირილას ექსტრაქტი, ვიტამინი D, E, F, გლიცერინი, ეთილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროჟანგი, სურნელი. კრემს აქვს ნაზი და სასიამოვნო სურნელი. ჰიპერმარკეტ “გუდვილში” 4.25 ლარი ღირს. მწარმოებელი არის სს “ივერია”, გუდაუთის ქუჩა 7.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.