kar.ge-ზე მიმდინარე კამპანიის – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ხათუნა მურვანიძეს. ხათუნა New-York-ში ცხოვრობს და სწორედ იქ გადაღებულ ფოტოებს გაჩვენებთ ქვემოთ. ყველა ეს ბრენდი თქვენთვის კარგად ნაცნობია.
მინდა მოკლედ ავხსნა რატომ მიხარია ასე უცხოურლ დახლზე ქართლი პროდუქტის აღმოჩენა … მიზეზი მარტივია: საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს ავტომატურად ქართულ სახელმწიფოს ავითარებს და შედეგად საქართველოში მყოფი ადამიანი საქმდება და იღებს ხელფასს. რაც მეტი დოვლათი შემოვა ქვეყანაში ექსპორტის შედეგად, მით უკეთესია ეს თითოეული ჩვენგანისათვის!
აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!
იამაყეთ ქართულით!