გადასარევი ამბები გვაქვს გერმანიიდან!
ნინო ხარატიშვილი, ქართველი მწერალი გერმანიის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდა. Anna Seghers Prize – ყოველწლიური ლიტერატურული პრიზი ნინოსია და მისი ნაშრომის აღიარებას ნიშნავს. როგორც ჟიურის წარმომადგენელმა აღნიშნა ნინოს ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ნაკლებ ეგოცენტრული იყო ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრებს შორისო. ნინოს 8,000 ევრო და ჯილდო 19 ნოემბერს გადაეცემა
ნინო ხარატიშვილი 32 წლისაა და ჰამბურგში ცხოვრობს. გერმანულად წერს უკვე მრავალი წელია. აქ შეგიძლიათ იხილოთ ნინოს ინტერვიუ რადიო თავისუფლებას გვერდზე. ძველია, მაგრამ ვფიქრობთ დაგაინტერესებთ.