ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე ექსპორტ-იმპორტის შესახებ /აზრი #5/

#5 – უნდა მოვახერხოთ გარეთ მეტი გავიტანოთ გასაყიდი, ვიდრე უცხოეთს ვთხოვდეთ საყიდ საქონელს.

ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928

 

დასაფასებელი აზრია! ექსპორტი წმინდაა, მაგრამ როგორ გინდა უცხოური დახლი დაიპყრო, როცა ქართული პროდუქტი აქ ვერ დაგვიდია, საკუთარი მარკეტების დახლზე?

ევროპამ კი ბატონო, გაგიღო კარი, სხვა მეგობარმა ქვეყნებმაც, მაგრამ შიგნით თვითონ უნდა შეხვიდე. შედი თუ გინდა, იქ ვის უნდიხარ? თუ რამოდენიმე მარიფათიანი და კავშირებიანი ქართული ბრენდი შევიდა და რომელიმე დახლზე ადგილი დაიმკვირდა საამაყოდ ეს კარგია, მაგრამ როგორც ერთ მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს, ისე ერთი-ორი პროდუქტის ექსპორტი ვერ მოგვცემს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რის გარეშე მხოლოდ ერთი მომავალი გვეღირსება – მაჩანჩალა ქვეყნის!