ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე წარმოების გაჩაღების შესახებ /აზრი #4/

#4 – ამ გასაჭირში, როცა არ გვაბადია წარმოება და არც შემოსავალი, ვერ გვიხსნის ვერავითარი გადასახადი. წარმოების გაჩაღება არის ერთადერთი ჩვენი ხსნა.

ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928

 

როგორც ჩანს ნიკო ნიკოლაძე კარგად ხედავდა იმ დროის მსოფლიოში მიმდინარე ინდუსტრიული რევოლუციის შედეგებს. წარმოება მაშინ მანდვილად იყო ის, რასაც შეეძლო შემოსავლის მოტანა როგორც მეწარმეებისათვის, ასევე სახელმწიფოსათვისაც და უბრალო მაცხოვრებლებისათვისაც.

მაგრამ დღეს წარმოების გაჩაღება არ კმარა. ვინმემ ხომ უნდა იყიდოს მისი პროდუქცია? რად გინდა პროდუქცია, თუ მას მყიდველი არ ჰყავს? აი ეს თემა კი მივიწყებულია … მრავალმილიარდიანი ბაზარი ცხვირწინ გვაქვს „ახეული“ … მთავარობა კი 119 საწარმოს დაფინანსებით ამაყობს …