#7 – ტრანზიტული ვაჭრობა, სატრანზიტო ფუნქცია – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეკონომიკური თვალსაზრისით საჭირო და ეფექტიანი ფუნქციაა.
ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928
საქართველო დღეს არის „რესტორანი“ და „დერეფანი“, არ ვხუმრობ … პრინციპში ეს ორი ფუნქცია და მსოფლიო ტურისტულ რუკაზე „ხაჭაპურით“ წარმოდგენა ცუდი სულაც არ არის, მთავარია ამ ფუნქციების შესრულებას კარგად გაართვა თავი, რასაც ჩემი სუბიექტური აზრით სამწუხაროდ 3-ე წელია ვერ ვახერხებთ. ტურისტების ნაკადიც შემცირდა და რეექსპორტიც.
რაც არ უნდა წარმატებული „დერეფანი“ და „რესტორანი“ იყოს საქართველო, ჩვენი წარმოებული პირველ რიგში ჩვენ თუ არ ვიყიდეთ, ზრდა და განვითარება უბრალოდ ვერ მოხდება.