2 საათის წინ შევდივარ ნიკორას სუპერმარკეტში, გლდანში, ახლეტელის მეტროსთან რომ არის. ორიოდ წუთი ვიყიალე აქეთ იქით, ვერ გადავწყვიტე რა მეყიდა და ბოლო-ბოლო კონსულტანტმა მკითხა რას ვეძებდი. რამე „ისეთი“ მინდა მეთქი … ჰოდა ვიყიდე კაიზერი, სოსისი ბეკონითა და ყველით. დაფასოებულია, მაგრამ წონით იყიდება. რასაც ხედავთ 7.5 ლარი მოუწია [კგ 25 ლარი ღირს].
ნიკორა
ნიკორას ვინ არ იცნობს … 16 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება. სრული ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ვებსაიტზეც და Facebook გვერდზეც, რომელიც მუდმივად აქტიურია.
კომპანიასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. თუმცა kar.ge თემით კომუნიკაცია ა.წ. სექტემბერში შედგა და წარმატებითაც. ნიკორა ჩაერთო მოძრაობა kar.ge-ს და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ერთობლივად ორგანიზებულ „Kar.ge ქართული ქარვასლა“-ში 26-27 სექტემბერს და თავისი პროდუქცია წარუდგინა ერთგულ მომხმარებელს. ასეთი დონის კომპანიის მხრიდან პირველ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ჩვენს გვერდში დგომა მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მაშინ როდესაც ბევრმა არანაკლებ სერიოზულმა ქართულმა კომპანიამ არაფრად ჩაგვაგდო. როგორც იცით მომავალი გამოფენა-გაყიდვა 18-20 დეკემბერს გვაქვს დაგეგმილი და ნიკორა იქაც იქნება წარმოდგენილი.
რითია ყველასგან გამორჩეული ნიკორა?
კომპანიას, რომელიც 16 წელია ვითარდება, მრავალ ბრენდს ფლობს, ასობით პროდუქტს აწარმოებს და 100+ სავაჭრო წერტილი აქვს ერთ აბზაცში ვერ დაახასიათებ. ალბათ პროდუქციის ხარისხი, ქსელი და საქმისადმი დამოკიდებულება სამი მთავარი ღირსებათაგანია. სულ ახლახან კი ნიკორას სუპერმარკეტების ქსელი ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა ნომინაციაში – დინამიურად ზრდადი ქსელი, ხარისხის ნიშანი, ეფექტური მარკეტინგი, მუდმივი პროგრესი.
ერთი წინასაახალწლო მინიშნება ჩემგან
ახალი წლის სუფრას რომ გაშლით გახსოვდეთ, რომ ნიკორას იმ სუფრისთვის ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია შხეფის ლიმონათიდან დაწყებული უამრავი სხვა პროდუქტით დამთავრებული.
ნიკორას ხშირად სტუმრობთ?
კაზერის სოსისი ბეკონითა და ყველით გაგისინჯავთ?