ლეგენდის მიხედვით კონსტანტინე გამსახურდია შესულაა სასადილოში და ერთი ულუფა მოწოწნიკი მდოგვით და ერთი კათხა ლუდი მოუთხოვია. დახლიდარმა რა თქმა უნდა ვერ გაიგო რას ეუბნებოდა, იმან სასისკი, გარციცა და ბაკალი პივა იცოდა მხოლოდ. მერე რა მოხდა? დამკვეთმა თავისი მიიღო, დახლიდარმა კი 4 სიტყვა ისწავლა ქართულად …
ნიკორას რძიან მოწოწნიკი ნიკორას პროდუქტებს შორის ყველაზე ხშირად სტუმრობს ჩემს ოჯახს. შეიძლება იმიტომ რომ ბავშვებს უყვართ [შემწვარი განსაკუთრებით], შეიძლება გემოს გამო … არ ვიცი … მაგრამ ფაქტია, რომ მოხარშულიც და შემწვარიც გემრიელია [განსაკუთრებით თუ თავებს ჩაჭრი და შემწვარი ყვავილივით გადაიხსნება].
მწარმოებელია ნიკორა, რომელიც უკვე 16 წელია რაც ვითარდება და საქართველოს მოსახლეობას ერთგულად ემსახურება თავისი წარმოებით და სავაჭრო ქსელით. რძიანი მოწოწნიკის შეძენა შეიძლება როგორც ნიკორას სავაჭრო ქსელში, ასევე ბევრ სხვა სავაჭრო ობიექტში. იხ. Facebook გვერდიც.
როგორც გაცხადდა კომპანიამ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის 20,000 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერები გამოჰყო. ფრიად ჭკვიანური ნაბიჯია არა ფულის ან პროდუქტის, არამედ სასაჩუქრე ვაუჩერის სახით დახმარება. ადამიანი იყიდის იმას, რაც სჭირდება და როცა სჭირდება.