მინდა მადლობა გადავუხადო ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომ უიმბლდონის კორტებზე მომავალი დიდი გამარჯვებების იმედი ჩაგვისახა! ამ დღეებში რაც მოხდა უკვე დიდი მიღწევაა. უფრო დიდი გამარჯვებები წინაა!
ნიკოლოზმა რთული გზა გაიარა. ჯერ იყო და 3 მატჩი დასჭირდა საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომ ფინალურ ბადეში მოხვედრილიყო, იქ კი ჯერ არგენტინელი, შემდეგ კი ესპანელი დაამარცხა. ფინალური ბადის მესამე თამაშში ესპანელ ჩოგბურთელთან დამარცხდა. თამაშების სრული ისტორია იხილეთ აქ.
მთავარია შემდეგი: ნიკოლოზი ამ ტურნირში რომ ჩაება ინდივიდუალურ რეიტინგში 153-ე იყო. ამ ტურნირის შედეგებიდან გამომდინარე კი ძალიან სერიოზულად გაიუმჯობესებს პოზიციას.
ყოჩაღ ნიკოლოზ! აწი მეცოდინება, რომ ჩოგბურთში გვყავს ადამიანი, რომელიც ჩოგბურთის ვარსკვლავებისკენ მიილტვის!