ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ნეტიკეტი

ნეტიკეტი – ინტერნეტში “ქცევის” წესებია, რომელთაც ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ.

1. KAR.GE-ზე გამოყენებული ძირითადი შინაარსობრივი ერთეულები [ტესტი, სურათი, ვიდეო, აუდიო ] არის სათანადო ავტორების მიერ შექმნილი. თითოეული ავტორის შესახებ ინფორმაცია მის მიერვე შექმნილ შინაარსთან ერთად არის ხელმისაწვდომი;

2. ყველა სხვა შინაარსობრივი ერთეულის გამოყენებისას ჩვენ მივუთითებთ წყაროს, საიდანაც მოვიპოვეთ მასალა. ინტერნეტი ღია სამყაროა და ყველას აქვს იქ განთავსებული ინფორმაციის მოხმარების უფლება, მაგრამ წყაროს მითითება ის პატივისცემაა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის გამოვიჩენთ რესურსის შემქმნელის მიმართ;

3. KAR.GE-ზე დაფიქსირებულ ავტორებს აქვთ ამ საიტზე ერთმანეთის მიერ შექმნილი შინაარსის ერთეულების გამოყენების უფლება წყაროს მითითების გარეშე;

4. ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ ჩვენი შრომის ნაყოფით ისარგებლებთ, ხოლო თუ ჩვენი შრომის პატივისცემის ნიშნად წყაროსაც მიუთითებს მადლობელი დავრჩებით. წყაროში ასე მიუთითეთ ხოლმე: წყარო – KAR.GE;

5. ჩვენი შექმნილი ექსკლუზიური მასალების უნებართვო გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამით ჩვენ არაფერი დაგვაკლდება, თქვენი რეპუტაცია კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ჯობია ვითანამშრომლოთ და ერთად გავაკეთოთ ქართული და KAR.GE საქმე;