ნერგეტა …
ქართული კივი …
გერმანიაში …
სიტყვების ეს კომბინაცია სამუდამოთ ჩაეკერა ჩემს გონებაში, როცა შარშან ამ დროს ბომბივით გავარდა გერმანიაში ნერგეტას წარმოებული ქართული კივის შეტანის ამბავი. წარმოსადგენადაც კი რთული იყო, რომ ზუგდიდში მოჰყავთ იმდენად მაღალხარისხიანი კივი, რომ იგი გერმანიაში შევიდა და თან თითოეულ პროდუქტზე ქართული სტიკერით, რის უფლებასაც როგორც წესი ადვილად არავინ იძლევა სუპერმარკეტში.
გავიდა ერთი წელი და გუშინ დაიწყო ყველაზე გემრიელი ნერგეტას ქართული კივის 2016 წლის გაყიდვები გერმანიაში. Lidl-ის ასობით სუპერმარკეტში, ბავარიაში, შვაბიისა და რურის მხარეებში, მიუნხენში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, დორტმუნდში და ახლომდებარე ქალაქებში ქართული კივი შეგიძლიათ იყიდოთ.
მივმართავ იმ ქართველებს, რომლებიც გერმანიაში ამ ტერიტორიებზე ცხოვრობთ: გთხოვთ ეწვიეთ Lidl-ის სუპერმარკეტს, ქართული კივი იყიდეთ და სურათი გამომიგზავნეთ. ძალიან მადლობელი დაგრჩებით! გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ქართული კივი სარშანდელისგან განსხვავებით ასობით სუპერმარკეტშია შეტანილი და მის გათავებას 1 კვირაში ვარაუდობენ. ამიტომ გთხოვთ იჩქარეთ!
ეს კი თავად ნერგეტას დამფუძნებლის მიერ მოწოდებული ფოტოები: