ნერგეტას კივი გერმანიას იპყრობს (y)
აი როგორ გამოიყურება იგი დახლზე 🙂
უღრმესი მადლობა გერმანიაში მყოფ ქართველებს – ქ-ნ ინგა რობაქიძეს და ბნ. ემზარ ბაზერაშვილს, რომ გუშინ დაძახილზე დღეს უკვე ქართული კივის სურათები მიუნჰენიდან და შტუტგარტიდან მოგვაწოდეს!
მივმართავ იმ ქართველებს, რომლებიც გერმანიაში ამ ტერიტორიებზე ცხოვრობთ: გთხოვთ ეწვიეთ Lidl-ის სუპერმარკეტს, ქართული კივი იყიდეთ და სურათი გამომიგზავნეთ. ძალიან მადლობელი დაგრჩებით! გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ქართული კივი შარშანდელისგან განსხვავებით ასობით სუპერმარკეტშია შეტანილი და მის დახლებიდან „გაქრობას“ 1 კვირაში ვარაუდობენ. ამიტომ გთხოვთ იჩქარეთ!
ნერგეტას კივი Lidl-ის ასობით სუპერმარკეტში, ბავარიაში, შვაბიისა და რურის მხარეებში, მიუნხენში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, დორტმუნდში და ახლომდებარე ქალაქებში შეგიძლიათ იყიდოთ.