ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
guds-app

სმარტფონი ხომ გაქვს? ჰოდა ნახე GUDS App და შეაფასე

დავუშვათ დასასვენებლად ხარ ბათუმში და გაინტერესებს სასტუმროების, რესტორნების და ა.შ. შენივე ტელეფონიდან მოძებნა. ან ხარ სადმე კახეთში და ეძებ უახლოეს მარანს. ჰოდა ინებეთ GUDS App … აპლიკაცია მათთვის, ვინც ეძებს …

მცირე გადახვევა … აპლიკაცია ეს არის პროგრამა, პროგრამა კონკრეტული მიზნით, რომელსაც კონკრეტული სასარგებლო ფუნქცია აქვს. ნებისმიერი პროგრამა, რომელიც კომპიუტერში გაქვთ, ან ტელეფონში, იმავდროულად აპლიკაციაა. აპლიკაციები, იგივე პროგრამები, არსებობს სხვადასხვა ოპერაციული სისტემისათვის, სხვადასხვა მოწყობილობისათვის და მათ შორის ტელეფონებისთვისაც. თამაშობთ ხოლმე? ის თამაშებიც აპლიკაციებია …

GUDS აპლიკაციას აღწერილობა აქვს ასეთი: GUDS App gives you the opportunity to have a constantly updated guide that helps you find interesting objects. GUDS App is owned by Georgian United Development Service ltd. ანუ, ეს არის მუდმივად გაახლებადი აპლიკაცია, რომელიც საინტერესო ობიექტების მოძებნაში მოგეხმარებათ.

ძალიან კარგი საქმეა და მეც ვეცდები ჩემი რამოდენიმე აზრი შევთავაზო აპლიკაციის შემქმნელებს:

1) აჯობებს აღწერილობაში ჩაამატოთ “Georgia”. ეს ხაზს გაუსვამდე იმ კონკურენტულ უპირატესობას, თქვენ რომ გაქვთ მხოლოდ. მსგავსი აპლიკაცია მსოფლიოში ბევრი იქნება, მაგრამ საქართველოს ინფორმაციას თქვენ დებთ მხოლოდ ხომ? ჯობია ერთი დახედვისთანავე მიხვდეს ადამიანი ამას: GUDS App –Georgia guide on your fingertips, ან რამე მსგავსი ტექსტი მოიფიქროთ. შეხედეთ ასე: რა გინდათ, რომ თქვენს შესახებ მომხმარებელმა იცოდეს და როგორ თქვათ სათქმელი 10-12 სიტყვაში. აპლიკაციის მომხმარებელს არ აინტერესებს ვინ გააკეთა აპლიკაცია. მას აინტერესებს მოკლე სხარტი აღწერითი ტექსტი, რომლისგანაც უცებ მიხვდება რას აკეთებს ეს აპლიკაცია;

2) ფერთა გამა რაღაც ვერ აღვიქვი, რატომ არ ვიცი … integrity, ქართულად – „მთლიანობის შეგრძნება“ დამაკლდა. GUDS App ლოგოს რომ პირველად დავხედე რაღაც ფინანსური აპლიკაცია მეგონა. დამაბნია აშკარად. ეს კარგი არაა. ჩემი აზრით ვიზუალური რებრენდინგია საჭირო, რომ ვიზუალურად ხვდებოდეს ადამიანი აპლიკაციის დანიშნულებას. ერთ სისტემაში უნდა მოექცეს ყველ ავიზუალური ელემენტი;

3) სახელი GUDS App არაფერს მეუბნება. სახელი კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა წამიერად გადაწყვიტოს დახარჯოს თუ არა დრო თქვენს აპლიკაციაში. აპლიკაციის შექმნა დღეს ბევრს შეუძლია, იმდენად ბევრს, რომ აქ გადამწყვეტი მარკეტინგული მხარე / პოზიცირება უფროა, ვიდრე თავად აპლიკაციის შექმნა. კატეგორია შერჩეულია „Travel” … მაგრამ მე ვერ მივხვდი რა სიტყვით ძებნისას უნდა ამოუვარდეს მძებნელს ეს აპლიკაცია … აარადა ეს მნიშვნელოვანია, რომ ორბიტაზე დაფიქსირდე.

4) GUDS App ანდროიდით „დავაგემოვნე“. მთავარი გვერდის ქვემოთ pdf გიდებია. კი ჩამოვტვირთე, მაგრამ „სადღაც ჩაიკარგა“ და მერე ვეღარ ვნახე. არ მესმის pdf გიდი რა საჭიროა ასეთი ტიპის აპლიკაციაში. გარდა ამისა შუაშია მთავარი ღილაკი [ლოგო] და მას როცა დავაჭირე რუკა არ გახსნა. ამ ცენტრალური ღილაკის ირგვლის პიქტოგრამებია [მაგალითად რესტორნების და კაფეების ზედა ცენტრალურ ადგილას], რომელთა უკანაც კი გვერდი, სადაც უკვე კონკრეტული დასწესებულებებია მოცემული, მარამ ვერ გავიგე რატომაა გაფანტული თბილისი, ბათუმი და ზუგდიდი. რამე სისტემა ხომ უნდა იყოს? … შეიძლება მე ვერ მივხვდი სისტემას … ადამიანი თუ ამას ვერ მივხვდა პირველივე სარგელობისას დიდი შანსია, რომ მეორედ აღარც ისარგებლოს.

ბიზნეს მოდელი სავარაუდოდ გადახდას მათი მხრიდან ითვალისწინებს, ვისაც თავისი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის აპლიკაციაში ჩადების სურვილი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს „დიდი ჩიტი“ არ არის, რომ გაბრდღვნამ დიდი ხეირი მოიტანოს შემქმნელი კომპანიისთვის – Georgian United Development Service , მაგრამ ნამდვილად კარგი და ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ზემოდან კიდევ ბევრს კარგს დაიშენებს.

ყოჩაღ GUDS! წარმატებებს და განვითარებას გისურვებთ!

 

PS

10-დან 9 შანსია რომ ამ ტექსტს პირდაპირ სმარტფონიდაან კითხულობდეთ, ამიტომ აქვე გთავაზობთ აპლიკაცია ჩამოსაწერ ბმულებს:

Google Play

App Store