ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნაძვის კევი

ნაძვის კევი [სასარგებლოა] – ბოლოს როდის გასინჯეთ?

ქართულია & kar.ge-ა!

სრულიად შემთხვევით გადავაწყდი 3 დღის წინ …

ერთ-ერთ ქუჩაში სახელდახელოდ დადგმულ დახლზე ჩამოეტანა ბებოს და ყიდდა. პირველ დღეს ისე ჩავუარე, თვალი შევავლე, უცებ ვერც მივხვდი რა იყო. მეორე დღეს კი ვიკითხე და ერთი ცალი შევიძინე … მესამე დღეს უკვე ყველა გაყიდული ჰქონდა …

ნაძვის კევი

ნაძვის კევი ეტყობა სურამში მაცხოვრებელმა შეაგროვა, სახელდახელოდ დააფასოვა და ქალაქში გამოაგზავნა. ერთ პეკეტში ალბათ 15-20 გრამზე მეტი არ იქნებოდა. ფასი – 1 ლარი. ღირს იმად, რომ ძველი გემო გავიხსენო … აი სურათი კი მართლა ეფექტური გამოვიდა : )

ნაძვის კევის სასარგებლო თვისებებზე ბევრი გამიგია. ამბობენ ღრძილებისთვის არის კარგიო, სასარგებლო ვიტამინებს შეიცავსო. ღეჭვის დროს კი გამაწამა, კბილებში ეწებებოდა, სულ წინა კბილებით ვღეჭე. ბავშვებს სასტიკად არ მოეწონათ მისი გემო.

რა იცით ნაძვის კევის სასარგებლო თვისებების შესახებ?

 

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

PS

[რედაქტირებულია 4 მარტს]

ამ თემას ძალიან დიდი გამოხმურება მოჰყვა. ბევრი დამიკავშირდა და პროდუქტის მომწოდებლის საკონტაქტო ინფორმაცია მთხოვა. მეც ვეძებე და ვეძებე ის ქალბატონი. გუშინ ისევ შემთხვევით გადავაწყდი და საკონტაქტო ტელეფონი გამოვართვი. აღმოჩნდა, რომ მის ძმა აგროვებს ამ ნაძვის კევს ბორჯომში და აგზავნის მასთან გასაყიდად. 200-ზე მეტი ასეთი პაკეტი გაუყიდია ერთი ხელის მოსმით. 2 ცალი ჰქონდა შემორჩენილი და ისიც დავითრიე. თუ დაგაინტერესებთ აი ტელეფონიც ქ-ნი ცირა – 555 101 724