დიდი ხნის პაუზის შემდეგ – დამიჯერეთ ძალიან მომენატრეთ! მომენატრა ქართული ეკონომიკის აღზევებისთვის მუშაობა! ხოდა დღეს ერთ ძალიან გემრიელ პროდუქტზე მოგიყვებით 🙂
მართალი გითხრათ ნაყინს დიდად ვერ ვეტანები – წონის პრობლემა ხომ “ყველა” ქალის ტკივილია, მაგრამ ცივი ყავა ნაყინით ისე მიყვარს უარს ვერ ვამბობ:) ალბათ ჩემ დღეში ბევრი იქნებით 🙂
ხოდა გუშინ გადაღლილ- გადაქანცულს, მთელი დღის მშიერ-მწყურვალს სხვა გზა არ მქონდა რაღაც უნდა მეყიდა 🙂 მარკეტში ისე გემრიელად მიღიმოდა ეს უმშვენიერესი და უგემრიელესი ნაყინი, გვერდი ვერ ჩავუარე და შევიძინე…
ეფექტი, ანუ 5 მიზეზი რატომ უნდა იყიდო საოჯახო ნაყინი ლიდერი თხევადი შოკოლადით:
- ლამაზი შეფუთვა;
- უგემრიელესი გემო;
- ცივ ყავას ისე მოუხდა უკეთესს ვერაფრეს დალევთ;
- გამომაფხიზლა და ტონუსში მომიყვანა;
- ბავშვები გავახარე;
თავად მწარმოებელზე რა თქმა უნდა მოვიძიე ინფორმაცია:
კომპანია “ლიდერი XXI” ქ. თბილისში, 2005 წელს დაარსდა, თუმცა მანამდეც 1995 წლიდან კომპანიის დაარსების დღემდე ადგილობრივი ქართული, ასევე უცხოური წარმოების ნაყინის იმპორტსა და რეალიზაცია ახორციელებდნენ. ამ დროისთვის მთავარ პროდუქციას ნაყინი წარმოადგენს. სხვადასხვა სახის ნაყინი. დისტრიბუციას ეწევიან მთელი საქართველოს მასშტაბით, ქალაქ ბათუმში, ქობულეთში, ბორჯომში, ტყიბულში, ზესტაფონში, ახალციხეში, მარნეულში, ხაშურში, ქუთაისში, თელავში, გურჯაანსა და თბილისში.
აქვთ ფეისბუქის გვერდი – საკმაოდ აქტიური, თუმცა მწარმოებელს მივცემდი ჩემ მეგობრულ რჩევას: გააკეთეთ საიმიჯო ვებ გვერდი ლამაზი კატალოგით, სადაც მომხმარებელი ერთი თვალის შეხედვით გაიგებს სად გაქვთ დისტრიბუცია და რა პროდუქციას აწარმოებთ. დღეს მგონი ბევრი მწარმოებლის პრობლემაა ეს თუმცა სხვა ქართულ წარმოებასთან შედარებით ეტიკეტი, შეფუთვა და ბევრი სხვა მაინც მოგვარებული აქვთ. კიდევ ერთი რამ … ერთ-ერთ სახეობას “სგუშონის” ქილები აქვს დიზაინში, რაც ძალიან ცუდად მომხვდა პირადად მე თვალშიც და გულშიც.