დამიჯერეთ 🙂 მათთვის ვისაც ჭორაობა ძალიან უყვარს ეს გამოსადეგი რჩევაა 🙂 ჭორაობისას, ნაყინი თუ მოიშველიეთ, ენა უფრო გვიან დაგეღლებათ!
მოდის ნელ-ნელა ის სეზონი, რომელიც ადამიანთა უმრავლესობისთვის არის საყვარელი, და ამ სეზონზე ნაყინი ალბათ ასეთივე უმრავლესობისთვისა მნიშვნელოვანი:
პირველი გაგრილებისთვის, მეორე გემოთმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად – ორივე ამ კრიტერიუმს ავსებს თოლიან ნაყინი, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს.
ამ ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა კომპანია სოციალურ ქსელში – ანუ დადგა ის ნანატრი დღე 🙂
დაალაიქეთ და ბევრი სახალისო პოსტი დაგხვდებათ, რომელიც ასევე გიბიძგებთ შეიძინოთ მათი პროდუქცია.
ვებსაიტსაც ანახლებენ – ვნახოთ, ვნახოთ, როგორი სეზონი იქნება წელს კომპანია თოლიასთვის.
მე მინდა, რომ კრიზისი მალე დავძლიოთ;
მე მინდა, რომ ქართული ბიზნესი ყვაოდეს;
მე მინდა, რომ ქართული წარმოების მეტი პროდუქტი და მეტი სახეობა ვნახო დახლზე…
ამისთვის მე ვაკეთებ ამას… რასაც კითხულობთ ეხლა თქვენ … და რას აკეთებთ თქვენ????