როგორ გავყიდოთ ნატურალური ფერმერული პროდუქცია ინტერნეტით?
სულ ახლახან აღმოვაჩინე http://www.farmersmarket.com/ და ისე მომხიბლა, რომ გადავწყვიტე გამეზიარებინა. სისტემა ასე მუშაობს აშშ მასშტაბით:
- ვებსაიტიდან ZIP კოდით მოძებნი უახლოეს ფერმერულ ბაზარს შენს რეგიონში. თავად ბაზრების დასახელებები რუკების ჩათვლით ვებსაიტზევეა მოცემული;
 - იყიდი საიტის მეშვეობით სასურველ პროდუქციას იმ ფერმერული ბაზრიდან;
 - პროდუქტი შეიკრიბება და 2 დღეში მივა კონკრეტული დანიშნულების პუნქტში, რომელიც წინასწარ იცი;
 - მიდიხარ იმ პუნქტში და წამოიღებ ნაყიდ პროდუქციას;
 
ამ შემთხვევაში მხოლოდ უცხოურ გამოვდილებას გიზიარებთ. საქართველოში ნელ-ნელა ფეხს იკრებს ფერმერული პროდუქციის ინტერნეტ გაყიდვები. ამ თემაზე ცალკე ვისაუბრებ 🙂
KAR.GE