ქართულია & kar.ge!
საგანგებოდ ამ პოსტისთვის დაგემოვნებული სამარხვო ნამცხვარი ქიშმიშით „ჯორჯიან ბეიქესისაგან“ მოსალოდნელზე ნაკლებად სასურველი გამოდგა. სიმპატიურად შეფუთული ნამცხვრები განსაკუთრებული გემოთი არ გამოირჩევა. ანალოგური ტიპის არაბრენდირებული სუბსტიტუტებისაგან არაფრით განსხვავდება გარდა იმისა, რომ ეთიკეტის ხარჯზე ინფორმირებულობაში 40-70%-ით მეტს გადაიხდით.
თითო ნამცხვარში თითო ქიშმიშია გამომწყვდეული. 200 გრამიან შეფუთვაში 852 კალორიაა თავმოყრილი და 2 ლარი გადავიხადე გალფის მარკეტში (1 კილოგრამის ფასი 10 ლარი). თქვენი მომხიბვლელი წელის გარშემოწერილობის ინფორმაციით კალორიულობას ნამცხვრის კვალობაზე არაუშავს.
გემო არ იყო აღმოჩენა – ჩემს სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სავაჭრო ჯიხურში დეგუსტაციის ჩემი აპარატის აღქმით ზუსტად იგივე გემოსა და შესახედაობის ასაწონი ნამცხვარი 1 კგ 5.5 ლარი ღირს.
„ჯორჯიან ბეიქერსს“ საკმაოდ ინფორმაციული ვებ-გვერდი აქვს. ასორტიმენტიც მრავალფეროვანია. ქსელურ სუპერმარკეტებში პროდუქტები მიკვლევადია, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთ მათგანში არ დაგჭირდებათ განსაკუთრებული მონდომება დახლზე საპოვნელად.
ეს ის პროდუქტი არაა, რომელსაც მოვძებნი, მაგრამ დახლზე ანალოგიურ ნამცხვრებს შორის მის ქართულობას და ეთიკეტს დავაფასებ. მითუფრო, რომ ნამცხვარი სამარხვოა, მარხვაში კი გემოთმოყვარეობას კარტ ბლანში აღარ აქვს კუჭის პატივით ამოსავსებად.
Think positive! ქართული ბრენდის ზომიერება ნაყროვანების ვნებისგან თავშეკავებაში წამოშველებაა. 🙂
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.