ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
doing business 2016

მჯიღით გადატყაული მკერდის ისტორია – Doing Business 2016

„აფეთქდა“ ქართული ინტერნეტი ამ დღეებში …
არა, რუსთავი2-ის საქმეს არ ვგულისხმობ …
საკითხი ეხება Doing Business რეიტინგს, რომლის მე-13 კვლევა გამოქვეყნდა …

თუმცა, სად აფეთქდა …
ვის ადარდებს ეს თემა ისეთი ამბები ხდება …
ბევრი რომ არ ვილაპარაკო 24-ე ადგილზეა საქართველო …
იმასაც გეტყვით, რომ 9 ადგილით ჩამოვქვეითდით …

თუმცა ეგ არაფერი …
მსოფლიოს ტოპ 24 ქვეყანაში რომ ვართ ამ ინდექსით ეს უკვე ისედაც კარგია …
მაგრამ რა ხეირი რო?
ამაზე ქვემოთ …
მანამდე კი …

კრიტერიუმები, რომლითაც Doing Business 2016 იანგარიშება:

1. ბიზნესის დაწყების პროცედურა, დრო, ღირებულება და გადასახდელი მინიმუმი;
2. სასაწყობო მეურნეობის აგების პროცედურა, დრო, ღირებულება და გადასახდელი მინიმუმი;
3. ელექტრო სისტემასთან შეერთების პროცედურა, დრო, ღირებულება და გადასახდელი მინიმუმი;
4. ქონების გადაცემის პროცედურა, დრო, ღირებულება და გადასახდელი მინიმუმი;
5. მოძრავი კაპიტალის კანონები და საკრედიტო საინფორმაციო სისტემა;
6. მცირე ზომის მოწილეთა უფლებები გარიგებებში და კორპორატიული მართვისას;
7. კანონმორჩილი კომპანიის გადახდები, დრო და მთლიანი გადასახადები;
8. კომერციული დავების გადაწყვეტის დრო და ხარჯი;
9. კომერციული გადახდისუუნარობის დრო, ფასი, შედეგი და ზეგავლენა, ასევე გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სიძლიერე;

რა დაემატა ამ წელს კრიტერიუმებს?

1. სამშენებლო რეგულაციების ხარისხი და მისი განხორცილება;
2. ელექტრომომარაგების საიმედოობა, ტარიფების გამჭვირვალობა, და ელექტრო ენერგიის ფასი;
3. მიწის ადმინისტრირების სისტემის ხარისხი;
4. იურიდიული პროცესების ხარისხი;

ცვლილება წელს?
1. პროდუქტის ექსპორტის ფასი და დრო და ავტომობილების ნაწილების იმპორტი

აი თავად რეიტინგი მათთვის, ვისაც ანგარიშის ნახვა დაეზარა:

rating

 

ბოლო სიტყვის სახით,
ნურც გაიხარებთ და ნურც შეწუხდებით ისეთი სტატისტიკაა და ისეთ კრიტერიუმებს ეყრდნობა ეს რეიტინგი. ხოლო თუ ვინმე ამ ამ დოკუმენტის მონაცემების გამო სიამაყის დაფდაფებს შემოსძახებს, შემოულაწუნეთ და გამოაფხიზლეთ. ეს სულ არ ასახავს იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია!