ქართულია & kar.ge-ა!
გუშინდელი ჩემი აქტივობის შედეგად გავიგე ამ ჩაის არსებობის შესახებ, ხოდა შევიძინე კიდეც. ასევე გავარკვიე ინფორმაცია რომ ეს უნიკალური პროდუქტი მხოლოდ გუდვილის და სმარტის ქსელებში შეგიძლიათ იყიდოთ.
მე პირადად მწვანე ჩაის დიდი მოყვარული გახლავართ, შემიძლია დეგუსტატორადაც გამოვდგე, იმდენი ტიპის მწვანე ჩაი მაქვს დალეული. დიდი ხანია ვეძებდი ნატურალურ და ქართულ მწვანე ჩაის, ეს ჩემთვის აღმოჩენაა, მიხარია, რომ საქართველოში ამ უნიკალური მცენარის სწორი წარმოება არსებობს, არსებობს ჩაის ქართული წარმოება, რომელიც საზღვარგარეთ გადის და ჩვენთან რატომღაც ნაკლებად არის გახმაურებული 🙁 საწყენია და მათ მარკეტინგს მივმართავ თხოვნით – გააქტიურდით, გააცანით, გააPRეთ, ვინაიდან მწვანე ჩაი ძალიან ბევრი დადებითი თვისებების მატარებელია, მითუმეტეს ქართული და Kar.ge.
მათ ვისაც მწვანე ჩაი მხოლოდ “უგემოვნო”, მწვანე – “წყალი” გგონიათ გეტყვით, რომ სცდებით ის ბევრი სასარგებლო თვისების მატარებელია და არა მხოლოდ გეტყვით დაგისაბუთებთ რამდენიმე წინადადებით.
რა სარგებელი აქვს მწვანე ჩაის?
მწვანე ჩაი შემოქმედი, შეიცავს ბევრ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება: სხვადასხვა ამინო მჟავებს, ფტორს, იოდს, რკინას, ფოსფორს და კალიუმს.
მწვანე ჩაი შემოქმედი, ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებების გამოდევნას. ეს ერთგვარი ადსორბენტია, რომელიც საუკეთესოდ ასუფთავებს კუჭს, ნაწლავებსა და თირკმელებს.
მწვანე ჩაი შემოქმედი -ს კატეხინები აფერხებს ორგანიზმის დაბერებას.
გარდა ამისა, მწვანე ჩაი ხელს უშლის დაავადებების წარმოშობას, რომლებიც გამოწვეულია მეტაბოლური დარღვევებისგან, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, იდეალურია ჭარბ წონასთან საბრძოლველად, დიეტების დროს და აუმჯობესებს არტერიული წნევას, აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მისი სისხლით მომარაგებას და ჟანგბადის მიწოდებას, გვიცავს გაციებისაგან და ხსნის სტრესს .
და ბოლოს, მწვანე ჩაის ნერვულ, სასუნთქ და გულსისხლძარღვთა სისტემაზე კომბინირებული მოქმედება, ამაღლებს საერთო შრომისუნარიანობასა სასიცოცხლო ტონუსს.
მწვანე ჩაი შემოქმედი მდიდარია ვიტამინებითაც. კერძოდ, ვიტამინი P და C მასში 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ფორთოხალში ან ლიმონში. და ცნობილია, რომ ვიტამინი P გააჩნია თვისება, რომელიც ხელს უწყობს ვიტამინ C-ს მოქმედების გაძლიერებას, ამიტომ, როგორც წესი, მათი მიღება ხდება ერთდროულად. მწვანე ფოთოლი, ასევე მდიდარია ვიტამინებით B1, B2, PP და კაროტინით (პროვიტამინი A).
მწვანე ჩაი შემოქმედი – საგანძურია ადამიანისათვის სასარგებლო ნივთიერებებისა. ის საოცარი საშუალებაა, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. მაგრამ, როგორც ნებისმიერი სამკურნალო საშუალება, უნდა ავირჩიოთ და მივიღოთ გონივრულად.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.