“ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს”.
ილია ჭავჭავაძე, 1837-1907
უცოდინარობა, უფრო სწორად „ვიცი“-ს პრობლემა … დანითაც რომ გაუხსნა კბილი მაინც სიტყვა „არ ვიცი“-ს ვერ ათქმევინებ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელთან უმრავლესობას … მან ხომ ფეხბურთის მწვრთნელზე უკეთ იცის ვინ უნდა ითამაშოს მოედანზე …
გონებაშეზღუდულობა … აბა როგორ უნდა იფიქრო ადამიანმა, რომ ნაციონალმა შეიძლება დააძინოს ვეფხვი, მერე დაკეტოს სადღაც ბნელში იმ მიზნით, რომ ის გამოვარდეს მოგვიანებით და ადამიანი მოკლას?
უმოტივაციო … ქართველის ოცნება ხომ იცით? ჯერ ყველა გაყაროს ამ ქვეყნიდან და მერე თვითონაც „ლიჟბი“ წავიდეს აქედან … ვისაც წასვლა უნდა წავიდეს …
მოცემულობაა ის, რასაც ჩვენ ღიად ვხედავთ სოციალურ ქსელში და ტელეეკრანზე თოქშოუში: ერთმანეთის განკითხვა, უპატივცემულობა, არ მოსმენა, უცოდინარობა, გონებაშეზღუდულობა, მოტივაციის უქონლობა …
მცოდნე, თან გონებაგახსნილი და თან გულანთებული – ეს ისეთი „ჯოკერი“ კომბინაციაა, რომელსაც ყველა ქვეყნის ყველა ინტელექტუალი რომ ინატრებდა საკუთარი ქვეყნისათვის.