განსაკუთრებული დღეა დღეს …
წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის დღე …
არ დაგიმალავთ და დიდხანს ვემზადეთ ამისთვის …
12 აგვისტოს, დიდგორობა დღეს დავაანონსეთ kar.ge მოძრაობის რებრენდინგის შესახებ და პირველად ვაჩვენეთ საზოგადოებას ჩვენი ახალი ლოგო. დღეს კი უკვე ახლებურად შევიმოსეთ. რებრენდინგი თვითმიზანი არ ყოფილა. საქმიანობის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მეტია საჭირო ამ კუთხითაც.
ახალი ლოგო და ახალი კორპორატიული სტილი სრულ თანხვედრაშია ჩვენს მისიასთან და სტრატეგიასთან. დიდი მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა. ჩვენს დიზაინერსაც მალე გაგაცნობთ.
რა ემოცია და აზრი გვინდა რომ გადავცეთ ამ ლოგოთი და კორპორატიული სტილით?
- kar.ge პირველ რიგში სახალხო მოძრაობაა. ეს მოძრაობა თვალნათლივ შეიმჩნევა ლოგოზე საათის ისრის მიმართულებით მოძრაობის მანიშნებელი ბილიკით;
- kar.ge თავისი ბუნებით საპროტესტო მოძრაობაა. ეს აშკარად ჩანს მუშტის ვიზუალში, რომელიც კედელს ანგრევს. ამ ელემენტში ჯიხვის რქაც შეიძლება დაინახო, რომელიც სიჯიუტესთან ასოცირდება;
- kar.ge ქართული მოძრაობაა. ეს აშკარად ჩანს იმაში, რომ მუშტი, იგივე ჯიხვის რქა ქართულ ორნამენტის ასოციაციასაც იწვევს;
- ლოგოში იკვეთება ლათინური K სიმბოლო. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია სამომავლოდ დამოუკიდებლად გამოსაყენებლად [სავაჭრო ნიშანი K];
- ლოგოს ელემენტია დომენი, რაც ასევე მნიშვნელოვანია;
მადლობა რომ გვგულშემატკივრობთ და ამ ტექსტს კითხულობთ!