ეს კომენტარი, რომელიც 15 სექტემბერს გავაკეთე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამების შეფასების ინიციატივის გამოძახილია. შეფასებები 27 ივლისს დავიწყეთ და ვფიქრობ სწორადაც მოვიქეცით. ამ ხნის განმავლობაში რიგ საკითხებზე გავაკეთე კომენტარი. ანაბრები, თან საბჭოთა … ესეც თემაა ზოგიერთ პარტიისთვის …
სამარცხვინოა, როცა ამ ადამიანებს ისევ ფუჭი იმედებით კვებავენ პოლიტიკოსები, კერძოდ ლეიბორისტები და პატრიოტთა ალიანსი. მეორეს მხრივ თავის დაპირებებში ისინი ვადას არ ასახელებენ, ასე რომ „ტექნიკურად“ არ ცრუობენ.
რატომ არის ფუჭი ეს იმედი?
- მათ არა აქვთ თავისი წინასაარჩევნო ეკონომიკური გეგმა, შესაბამისად ვერ უთითებენ წყაროს;
- მათ არ იციან რამდენია გასაცემი და რამდენ ადამიანზე. ეს დასადგენია. შესაბამისად არც ის ეცოდინებათ, რა დაგეგმონ;
- როცა პირველი და მეორე ფაქტია, შეუძლებელია ვინმეს ექნეს რეალისტური გეგმა, რომ საბჭოთა ანაბრები ვინმეს დაუბრუნონ.
უახლოეს ორ ვადაში [8 წელიწადი] ეს თუ დაითვალა ვინმემ და დაბრუნების გეგმა მაინც შედგა, ეს უვკე იქნება მიღწევა. შესაბამისად დაპირება იმისა, რომ ეს პარტიები ვინმეს რამეს დაუბრუნებენ ფუჭი დაპირებაა!!!
ხალხო, ნუ ჭამთ ამ მკვრივ თეთრ ბოლს!!!
ეს სიუჟეტი მთლიანად
ეს კი ჩემი კომენტარი