ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
პინაკი

მზესუმზირა პინაკი გაგისინჯავს?

კიდევ ერთი ჩემთვის ახალი [არადა ახალი კი არა კარგად დაძველებულიც კი] მზესუმზირა აღმოვაჩინე დაახლოებით 2 კვირის წინ. პინაკი – არის სახელი. 100 გრამიანი შეფუთვა 1 ლარი ღირს დახლზე. გემრიელი არის ნამდვილად! რომ ვაკვირდები ქართული კომპანიების მირ შეფუთულ მზესუმზირებს შორის ცუდს ვერცერთზე ვერ იტყვი.

ვებსაიტი რა თქმა უნდა არ მუშაობს, სამაგიეროდ Facebook-ზე ჰქონია დიდი აქტივობა ერთი წლის წინ. 33,000+ Like აქვს აკრეფილი, თუმცა დღეს ისიც მკვდარია. ტიპიური ქართული მარკეტინგი … დაწყება და შუა გზაში მიტოვება. ელ ფოსტა და ტელეფონის ნომერი შეფუთვაზე მითითებული აქვს. შპს-ს დასახელებაა –პინაკი. თუ ეს ორგანიზაცია მარტო მზესუმზირის საწარმოებლად შეიქმნა, მაშინ მიკვირს რატომ გარისკეს ასე. კიდევ მიკვირს შემდეგი: იურიდიული დასახელება და ბრენდის დასახელება იგივე რომაა. როგორც წესი ხშირად განსხვავდება ხოლმე.

მოიძიეთ პინაკი, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი …