ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.
მზეთამზე – ქართული ხორბლის პური …
ამ ბრენდის შესახებ პირველად გასულ წელს გავიგე, გასინჯვით კი პირველად 14 მაისს ახალი ღვინის ფესტივალზე გავსინჯე, და თან ვიყიდე. სულ ცოტა ხნის წინ კი 3 ივნისს ღვინის ექსპოს რომ ვეწვიე ექსპო ჯორჯიაში მე-11 პავილიონის ერთი ბოლოდან ვიგრძენი არომატი პურისა, რომელიც მეორე ბოლოში იყო განთავსებული სტენდზე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო …
ეს არის ნაღდი პური!
გასინჯეთ და დარწმუნდებით!
ეწვიეთ ფალიაშვილის 47ა-ს, შეიძინეთ და დააგემოვნეთ …
იქ სხვათა შორის საცხობი და მაღაზია ერთადაა …
ხარისხის კონტროლის მიზნით, აწყობილი აქვთ ციკლი ხორბლის აღებიდან დაფქვამდე. აცხობენ გემრიელ, სურნელოვან, ჯანმთელ პურს, საფუარის გარეშე. მიდით, დააგემოვნეთ და შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის ქართული პური, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში აცხობდნენ ქართველები.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ მზეთამზე – ქართული ხორბლის პური ქართულ ხორბალზეა დამზადებული.
ინებეთ ვებსაიტი და Facebook გვერდიც …
ეს სურათები ახალი ღვინის ფესტივალზე გადავიღე მე პირადად, დაათვალიერეთ …