ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე. რატომ? იმიტომ რომ როცა ყიდულობ ქართულს, გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
დღეს, 1 ივნისს, ნინოობა დღეს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს [გილოცავთ ორივეს], ჩვენი ეროვნული გამოწვევის დაწყების დღეს და უბრალოდ კარგ დღეს გლდანში, ახმეტელის მეტროსთან მდებარე ნიკორას ობიექტში 3 ისეთი პროდუქტი ვიყიდე, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ საქართველოშია წარმოებული. ესენია: 1) ნიკორას საბავშვო რძიანი სოსისი [4,12 ლ], 2) მზარეულის ტოსტის პური [1,55 ლ] და 3) ჩვენი ფერმერის ხაჭო ვანილით [2,5 ლ]. მთლიანობაში გადავიხადე 8,17 ლარი. ჩემივე ტელეფონით გადავიღე პროდუქციის და ჩეკების სურათები და აი ისინიც:
ეხლა რა მოვიმოქმედო ერთის მხრივ 30 დღიანი გამოწვევის, მეორეს მხრივ კი პროგრამა KARCash მიზნებისათვის?
- თუ მე მხოლოდ 30 დღიანი გამოწვევაში ვმონაწილეობ [დღეში ერთი ნაყიდი ქართული წარმოების პროდუქტის სურათი უნდა დავდო საიტზე, დღის პროდუქტის თემაში, ანუ ამ სტატიის ქვემოთ] ეს სამი პროდუქტი სამი დღის განმავლობაში “მეყოფა” და რიგ-რიგობით დავდებ. ანუ, თქვენც შეგიძლიათ რამოდენიმე პროდუქტი იყიდოთ წინსწრებით და შემდეგ ყოველ დღე თითო სურათი დადოთ. ეს დაგიზოგავთ დროს. ამ დროს ჩეკების ატვირთვა რა თქმა უნდა საჭირო არაა.
- თუ მე ჩართული ვარ პროგრამაში – KARCash და დამატებით შემოსავალს ვიღებ, მაშინ სამივე პროდუქტის სურათი [ერთად ან ცალ-ცალკე], ჩამონათვალიანი ჩეკის და სალარო აპარატის სურათები უნდა ერთად ატვირთოთ გამოწვევის დღის პროდუქტის სტატიაში [ანუ ქვემოთ] ან გავაგზავნო მეილზე – karcash@kar.ge. ვინაიდან სამივე პროდუქტი დადასტურებულად ვიცით, რომ ქართულია, 8.17 ლარის 3 %, ანუ 24 თეთრი [დამრგვალება თეთრებზე მათემატიკური დამრგვალებით] ავტომატურად მიემატება თქვენს დაგროვილ Cashback-ს.
ხოლო, თუ ორივე პროცესში ვმონაწილეობ და ორივე მიზანს მინდა ერთი გასროლით “გავარტყა” საჭიროა სამივე პროდუქტის და ორივე ჩეკის სურათი ეგრევე ატვირთო შესყიდვიდან უმოკლეს ვადაში იმ დღეს აქტიურ თემაში. და თავისუფალი ხართ უკვე შემდეგ შესყიდვამდე, რომელიც შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ, ან 3 დღეში. ზუსტად ასე გავაკეთებ მე პირადად სამაგალითოდ აქვე ქვემოთ Facebook კომენტარების ველში.
რაც შეეხება მზარეულის ტოსტის პურს. მზარეულის ტოსტის პური ზუსტად ის პურია, რომელშიც სიამოვნებით ვალაგებ ხოლმე ძეხვს, მწვანილს, ყველას, ხახვს, ტყემალს, მჟავეს და ა.შ. და გამოდის ის უგემრიელესი რაღაც, რასაც „ჩემებურს“ ვეძახი.
მაშ,
ველი თქვენს ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂