ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
3k - kar.ge ქართული ქარვასლა

მეწარმეებო, აჰა თქვენ შანსი!

მადლობა რომ ამ სტატიას კითხულობ,
ე.ი. მეწარმე თუ არა, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი მაინც ხარ.
ძალიან კარგი!
აქვე გთხოვ, თუ საჭიროდ ჩათვლი, გააზიარე ეს სტატია რომ რაც შეიძლება მეტმა მეწარმემ გაიგოს რაც ხდება …

 

ხდება ის, რომ „kar.ge ქართული ქარვასლა“ [3K] მზადების პროცესშია და იგი 26-27 სექტემბერს ჩატარდება. კომპანიისათვის, რომელიც საქართველოში აწარმოებს ქართულ ხარისხიან პროდუქციას, ეს არის შანსი!

რატომ?

  1. 3K ისეთი ტიპის ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობა საპატიოა. მეწარმეებო, ვაჩვენოთ ქართველ მომხმარებელს საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც მან უნდა იყიდოს. ეს კარგია თქვენი კომპანიის და პროდუქტის იმიჯისათვის და ხაზს უსვამს თქვენს პატივისცემას თქვენი მომხმარებლის მიმართ.
  1. 3K-ში მონაწილეობა კომპანიის და პროდუქტების ცნობადობისათვისაა კარგი. სექტემბერში https://kar.ge და პარტნიორ საიტებზე დღეში მინიმუმ 10,000 უნიკალური სტუმარი ნახავს მონაწილე კომპანიებს და მათ პროდუქტებს. გამოფენა-გაყიდვის მედია მხარდაჭერის მეშვეობით ხმას 1,500,000 ადამიანამდე მივიტანთ. აქ მონაწილეობის შანსი ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.
  1. 3K-ში მონაწილეობა კარგია გაყიდვებისათვისაც. „kar.ge ქართული ქარვასლა“-სორგანიზატორებს გვინდა შედეგი, რომელიც გაყიდვების მოცულობაში დაფიქსირდება. ჩვენი ამოცანაა მოვიდეს ბევრი მყიდველი და მათ შეიძინონ ხარისხიანი ქართული წარმოების პროდუქცია საუკეთესო ფასში.

ყველა იმ ქართველ მეწარმეს გაუმარჯოს, რომელიც წამოგვყვება ამ კარგ ქართულ საქმეში ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე! დადექით kar.ge მოძრაობის გვერდში და თქვენც იგრძნობთ ჩვენს მხარდაჭერას საჭირო დროს!