ქართულია & kar.ge-ა!
გილოცავთ სიყვარულის დღეს … ნამდვილად განსხვავებული დღეა და მეც განსხვავებულ განწყობაზე ვარ… მომინდა ჩემი “სიყვარულის თვე” გავიხსენო და ერთი ლამაზი თავგადასავლის და გემრიელი ქართული პროდუქტის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც ყვარელში “გავიცანი”.
ოცხანური საფერე – დღეს ჩემი საუბრის თემაა. იგი ყვარელში გავსინჯე, ღვინის მარანში – მეღვინეობა ხარება.
სამწუხაროდ სომელიე არ ვარ, რომ გემოს ახსნა კარგად შევძლო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მშრალი ღვინის ფანი არ ვარ, ეს ნამდვილად მომეწონა. ოდნავ მომჟამო და საოცრად გემრიელი დასალევია, მუქი, გამჭვირვალე და ბოლოს თითქოს ხილის არომატს ტოვებს …
მაგრამ ღვინოზე მეტად მე პირადად ის ბაღნარი მომეწონა, სადაც მოვხდი. ნამდვილად ვერ იტყვით, რომ ეს ღვინის ქარხანაა, ან მარანი … ეს არის ულამაზესი ადგილი, რომელიც აუცილებლად სიყვარულის განწყობაზე დაგაყენებთ ყველაფერი ქართულის და ერთმანეთის მიმართ…
თუმცა ყვარელში თუ იკითხავთ “მეღვინეობა ხარება” სადაა, შეიძლება ვერც მიგასწავლონ. კახეთში ამ ადგილს “გვირაბის” სახელით იცნობენ. რადგან ღვინო ინახება 7,7 კმ სიგრძის გვირაბში, რომელიც კავკასიონის ქედის ქვის (კლდის) მასივშია გამოჭრილი. მასივი შეიცავს გრანიტს, რომელიც გარშემორტყმულია თიხოვანი ფიქალის ფენებით. წელიწადის ნებისმიერ დროს შენარჩუნებულია 10-11 გრადუსი ტემპერატურა.
კომპანიას აქვს ქართული ტრადიციული ქვევრის, მუხის კასრებში და ევროპულად დაყენებული ღვინის დიდი არჩევანი. მეღვინეობა ხარებას თბილისში რუსთაველის 50 ნომერში აქვს საფირმო მაღაზია, მას აგრეთვე შეხვდებით, მცხეთაში, ბათუმსა და თერჯოლაში. უფრო კონკრეტულად კი კომპანიის შესახებ მათ ვებ-გვერდზე ნახავთ.
ესეც კომპანიის ფეისბუქის გვერდია.
გასინჯეთ, აუცილებლად მოგეწნებათ, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ აქ რამე იაფად დაგხვდებათ, თუმცა ხარისხი ვფიქრობ ამად ღირს!
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა, რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხამრებით.