2015 წლის 26-27 სექტემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა ატარებენ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას – “kar.ge ქართული ქარვასლა”. ღონისძიების სლოგანია – „ქართული & kar.ge“.
3K მედია მხარდამჭერი შეიძლება გახდეს ტელევიზია, რადიო, გამოცემა, პოპულარული ბლოგი, პოპულარული თემატური ვებსაიტი, და ა.შ. ყველა რეიტინგული ტრადიციული თუ არატრადიციული მედია საშუალება.
მედია მხარდამჭერს ვთავაზობთ:
- მედია მხარდამჭერის სტატუსით დაფიქსირება/მოხსენიება:
– kar.ge ვებსაიტის ყველა გვერდზე 3K-ს ჩატარებამდე და მის შემდგომ 2 კვირის განმავლობაში.
– პრეს ბანერზე, რომელიც განთავსდება საგამოფენო სივრცეში 26-27 სექტემბერს;
- ლოგოს განთავსება:
– საგამოფენო სივრცეში 26-27 სექტემბერს განთავსებულ პრეს ბანერზე;
– kar.ge ქართული ქარვასლას სპეციალურ ვებგვერდზე ორგანიზატორიების, მონაწილეების და მხარდამჭერების ლოგოებთან ერთად;
– სერტიფიკატებზე, რომლებიც გადაეცემათ მონაწილე კომპანიებს [25], 3K მხარდამჭერებს [მედია და სხვა] და ბლოგერთა კონკურსის გამარჯვებულებს [10];
– ბეიჯებზე, რომლებიც მზადდება მონაწილე კომპანიების პერსონალისა და 3K ორგანიზატორი ჯგუფის წევრებისათვის;
- საიმიჯო სტატია kar.ge-ზე – მხარდამჭერის შემოერთების თაობაზე;
- სერტიფიკატი – kar.ge ქართულ ქარვასლას მხარდაჭერისათვის;
მედია მხარდამჭერს ვთხოვთ თავისი სპეციფიკის შესაბამისად “kar.ge ქართული ქარვასლა”-ს მედია მხარდაჭერას. დაგვიკავშირდით და ერთად გავაკეთოთ კარგი ქართული & kar.ge საქმე!