ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მარკეტინგის საფუძვლები

მარკეტინგის საფუძვლები – მე-2 ქართული გამოცემა

2007 წელს ქართული მარკეტინგის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მაშინ მარკეტინგის ასოციაციის თამადობით პირველად ითარგმნა ფილიპ კოტლერს და გარი არმსტრონგის მარკეტინგის საფუძვლები. უზარმაზარი შრომა იქნა გაწეული ამ საქმისათვის და გამოშვებისთანავე წიგნი მოხმარებაში კავკასიის უნივერსიტეტში ჩაეშვა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მარკეტინგულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მაშინ არ მახსოვს რომ ამ დიდ ნაბიჯს ჰქონოდა.

24 ნოემბერს უვკე მარკეტინგის საფუძვლების მე-14 გამოცემის მეორე ქართული გამოცემის პრეზენტაციაზე გახლდით მიწვეული, რომელიც ეროვნულ საპარლამენტი ბიბლიოთეკაში შედგა. წარმომიდგენია იმ ადამიანების სიხარული, რომელთა ხელშიც გაიარა თარგმნის, რედაქტირების და მთლიანობაში პროექტზე მუშაობის პროცესმა. 800+გვერდიანი წიგნი არა მხოლოდ ნათარგმნია, არამედ ქართული ქეისებით არის დახუნძლული და ადაპტირებულია ისე, რომ კოტლერის თხრობის მანერაც შენარჩუნებული და ქართული ნიუანსებიც გათვალისწინებული ყოფილიყო.

თავად წიგნი ვიზუალურად მომეწონა. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა ნაბეჭდი და მინიმალისტური დიზაინითაც მოვიხიბლე. უნივერსიტეტის პირველი და მეორე კურსელისათვის, ასევე მარკეტინგით დაინტერესებულთათვის კარგი რესურსი შეიქმნა ქართულ ენაზე. თან ქართული პროდუქტია, კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა თარგმნა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა. ქართული და ხარისხიანი პროდუქტია, რომელიც განათლებას ემსახურება!

წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო!

 

DSCN9222 DSCN9223 DSCN9227 DSCN9232 DSCN9241 DSCN9242 DSCN9249 DSCN9253