ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მარიამ გიორგაძე MG – #ესპროდუქციაჩვენია

#ესპროდუქციაჩვენია

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოძრაობა KAR.GE მწარმოებლებთან ერთად და საზოგადოების ფართო ჩართულობით 1-31 მაისის პერიოდში ახორციელებს 1 თვიან კამპანიას – “ეს პროდუქცია ჩვენია”. მიზანი: საქართველოს მოქალაქეებს უკეთ გავაცნოთ ხარისხიანი ქართული ნაწარმი და მათი მწარმოებლები. კამპანია 3 კომპონენტს მოიცავს. 1) საწარმოში სტუმრობა და FB Live ვიდეოს ჩაწერა, 2) Facebook პოსტერების კამპანია – “ეს პროდუქცია ჩვენია” და 3) პროდუქციის ღია შესყიდვა FB აქციით და მომხმარებელთა დაჯილდოვება.

დღეს კი ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების მცირე სახელოსნოს სტუმრები ვართ.

ქართული ბრენდი “მარიამ გიორგაძე – MG” ექსკლუზიური ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების წარმოებაზე ორიენტირებული საოჯახო ბიზნესია, რომელიც 2009 წლიდან უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავის ორიგინალურ ჩანთებს, ქამრებს, ჰალსტუხებს, საფულეებს, საათებს და სხვა 100% ხელნაკეთ ნაწარმს ინდივიდუალური შეკვეთით ამზადებს.

#ესპროდუქციაჩვენია

#ქართულიადაკარგია