მამაო ტყეში მარტოდმარტო მიდიოდა და მშიერ მგელს გადაეყარა. მგელმა დაიღრინა და მამაოსკენ გამოექანა შესაჭმელად. მამაოს რაღა დარჩენოდა და ღმერთს შესთხოვა:
-ღმერთო, ჩაუნერგე ამ მგელს ღვთის რწმენა, შიში და სიყვარული …
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მგელმა დაიჩოქა, ბერს პირჯვარი გადასახა, ხელები ცისკენ აღაპყრო და ღმერთს შეჰღაღადა:
-მეუფეო ზეცათაო, მიკურთხე საჭმელი ჩემი!