ქართულია & kar.ge-ა!
ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა კომპანია მათეს მადლი, რომლის მიზანია ნატურალური თაფლის სანთლის ნაწარმის დამზადების მივიწყებული ტრადიციების აღორძინება-პოპულარიზაცია. პროდუქციის შესაქმნელად გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური თაფლის სანთელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ყოველგვარი მინარევების გარეშე.
სპეციალურ ყალიბში დამზადებული ნივთი იწმინდება და მუშავდება ხელით, პრიმიტიული იარაღებით. ნივთები შემკობილია ქართული ორნამენტებით. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ვაზის მტევნებით გარსმოხვეულმა ფიალამ და სხვადასხვა სასმელებისთვის დამზადებულმა ბოთლმა. როგორც აღმოჩნდა ნატურალური თაფლის სანთლის არომატი მსუბუქად აისახება სასმელზეც, რაც მას კიდევ უფრო განუმეორებელს ხდის.
თაფლის სანთლისგან დამზადებული ეს ნივთები ორიგინალური საჩუქარია როგორც ქართველებისთვის ასევე უცხოელებისთვისაც, განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, რადგან ის საქართველოსთან ასოცირდება .
ჩემი არჩევანი ნაკურთხი წყლის ჭურჭელზე შევაჩერე და აღმოვაჩინე, რომ შეძენისას გავხდი ქველმოქმედების თანამონაწილე, რადგანაც ყოველი სანთლის ნაწარმის ღირებულების ნაწილი ირიცხება საქართველოს პატრიარქის ფონდსა და მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში.
აღნიშნული პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ საეკლესიო მაღაზიებში და ჰიპერმარკეტ “გუდვილში”.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.