გერმანიის ქალაქ ნოიშტატში გაიმართა სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება. საქართველოდან კონკურსზე წარდგენილი იყო შპს “მაისტერბრაუ“-ს ლუდის ბრენდი (ლუდის არაყი), რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.
წარმოიდგინეთ გერმანიაში, თან სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი, სადაც 50-ზე მეტი ქვეყანა და 800-ზე მეტი დასახელების ბრენდი იყო წარმოდგენილი გაიმარჯვა ქართულმა პროდუქტმა! აი რა არის საამაყო!
შპს “მაისტერბრაუ” – ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია დაარსდა 2014 წელს. საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესს უზრუნველყოფს “მაისტერბრაუს” ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც გერმანიაში მიღებული განათლებით და გამოცდილებით (ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგი) მნიშვნელოვან ნოვაციებს ნერგავს საწარმოს განვითარების პროცესში. სწორედ მისი აქტიურობით შეიქმნა “ლუდის შნაპსი”, რომელიც წარმოადგენს სიახლეს ქართულ ბაზარზე.