მოძრაობა KAR.GE-ს დაგვიკავშირდა ჩვენი თანამემამულე ლონდონიდან, რომელმაც გახსნა ქართული პროდუქციის ბრენდული მაღაზია და სარეალიზაციოდ სჭირდება ქართული ხარისხიანი პროდუქცია.
ასე რომ, თუ თქვენ:
- თქვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანა გაინტერესებთ ლონდონში;
- და შეგიძლიათ სათანადო საბუთების მოწესრიგება;
დაგვიკავშირდით info@kar.ge და დაგაკავშირებთ საჭირო ადამიანს.
საჭირო პროდუქციის ჩამონათვალი:
- ჯემები, მურაბები
- ტყემალი
- ჩურჩხელა
- მწნილები [ნივრის მათ შორის]
- ჯონჯოლი
- მჭადის ფქვილი
- წვენები
- გაყინული ნახევარფაბრიკატებიც კი
პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ხარისხიანი და რასაც შენახვის ვადა აქვს 1 წელი მაინც.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პროდუქტი უნდა იყოს „მოწოდების სიმაღლეზე“ ყველა თვალსაზრისით!