ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ლიტვური პური

ლიტვური პური – სვეიკასი

ქართულია & kar.ge-ა!

დღეს შემოგთავაზებთ ჭვავის და ხორბლის ფქვილისგან დამზადებულ დაბალკალორიულ პურს „სვეიკასი”, მინიმალური საფუარისა და შაქრის შემცვლელობით. ეს არის ლიტვური პური, რომელიც თბილისში იწარმოება.

შეიცავს B და PP ჯგუფის ვიტამინებს. რეკომენდირებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციების დასარეგულირებლად. იმის გამო, რომ დამზადებულია ხორბლის და ჭვავის ფქვილის ნარევით გაცილებით მსუბუქია და რეკომენდირებულია  ასევე მათთვის ვისაც კუჭის წყლული აწუხებს.

მწარმოებელი: ლიტვური საცხობი, litvurisacxobi.ge

კომპანია თბილისში 2005 წელს დაარსდა.  კომპანიის პროდუქცია, ძველი ლიტვური  ტრადიციების მიხედვით, ნატურალური ტექნოლოგიების და უმაღლესი ხარისხის იმპორტირებული ნედლეულის გამოყენებით არის დამზადებული. დღესდღეობით,  ლიტვური საცხობი 30  სახეობის პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის: ჭვავის პური, რუხი პური, თეთრი პური, ბაგეტი, ტოსტის პური, ფუნთუშები, ორცხობილები, კულიჩი, საფანელი, პასკა და ცეზარის კუბიკები.

პური „სვეიკასის” შემადგენლობაში შედის: ჭვავის ფქვილი, ხორბლის ფქვილი, ალაო, წყალი, მარილი, საფუარი, შაქარი, ძირა და ეს უკნასკნელი სწორედ ის დანამატია რომელიც პურის გემოს გამორჩეულს ხდის. ფასი: 2.10ლ/750გრ. საცხობი აწარმოებს ასევე დიეტურ პურს.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.