გუშინ ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, ლაგოდეხში გახლდით …
ეს იყო ევროკავშირისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში დაწყებული საქართველოში სოფლის განვითარების ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია. საპილოტე პროგრამა ლაგოდეხში ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია CARE-ის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და ესპანური პარტნიორი ორგანიზაცია ETEA-ს ფონდის მიერ.
ამ ახალი პროექტის პირველ პრეზენტაციას სტეფანწმინდაში ორიოდ თვის წინ დავესწარი. პროექტი ევროკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობითაა დაფინანსებული ENPARD ფარგლებში. სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.
ჩემი აზრით პროექტების მთავარი მიზანი არის განვითარდეს სოფელი და ადამიანებს მეტი მიზეზი ჰქონდეთ დარჩნენ იქ. თუ ეს საპილოტე პროგრამა გაამართლებს, დამუშავდება მოდელი, რომლის მასშტაბირება უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი. ეს კი დიდი საქმე იქნება. პრეზენტაციის შემდეგ მოვინახულეთ ორი საოჯახო სასტუმრო და ზრდასრულთა განათლების ცენტრი.
აი ფოტორეპორტაჟიც …