გუშინ ლაგოდეხში ერთი მეტად საინტერესო პროგრამის პრეზენტაციაზე გახლდით. ოფიციალური ღონისძიებისა და არაოფიციალური მეორე განყოფილების შემდეგ რამოდენიმე საინტერესო ადგილის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს. ჰოო … ამის შესახებ რომ არ გამეზიარებინა, უბრალოდ სამშობლოს ღალატი იქნებოდა.
ლაგოდეხის ნაკრძალი რომ წალკოტია ეს ყველამ ვიცით …
ჰოდა მის „ნაპირზეა“ ეს სასტუმრო სახელად გარდენია
ჩვენ, სტუმრებმა რაც იქ გამოვცადეთ, სიტყვებში არ გადმოიცემა …
დახვედრა გადასარევი …
მასპინძლები გადასარევი …
აურა გადასარევი …
თავად ნომერში სურათი არ გადამიღია, მაგრამ იგრძნობოდა, რომ მყუდრო გარემოში ხარ …
ხედები ირგვლივ გადასარევი …
ჩვენს უცხოელ სტუმრებს და ზოგიერთ ჩვენებურს ჩურჩხელას ამოვლების შანსიც მიეცა …
იქ ღვინო გავსინჯე, მე ასეთი ღვინო ბოლო როდის გავსინჯე არ მახსოვს …
იქ ჩურჩხელა გავსინჯე გადასარევი …
გზაში კიდევ დიდი ხანი ვმსჯელობდით თუ რა მაგარი ადგილი მოვინახულეთ …
აწი უკვე ვიცი სად უნდა გავჩერდე ლაგოდეხში თუ მოვხვდი!
დაათვალიერეთ …