ქართულია & kar.ge-ა!
ვერაფრით დავუშვებდი ამ 30 დღიანი პროექტი ფარგლებში ქვეყნის საამაყო წარმოებაზე რომ არ დამეწერა – ეს არის კულა! კულა, რომელიც მართლაც გემრიელია, საუკეთესოა, 100% ნატურალურია, აბსოლუტურად ქართულია და ძალიან მაგარია.
ჩემთვის ახალ პროდუქტზე მოგიყვებით. კეტჩუპი კლასიკური – ეს არის უგემრიელესი, ტკბილი კეტჩუპი, საოცრად კარგად შეზავებული და საუკეთესო სისქის. საუკეთესო უამრავი დასახელების ტყემლებს შორის კეტჩუპის დანახვა ნამდვილი აღმოჩენა იყო.
კომპანია „გსქ კულა“ გორის საკონსერვო ქარხნის ბაზაზე 2009 წელს შეიქმნა და ამ მოკლე პერიოდში საუკეთესო, სანდო, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული, საამაყო კომპანიის იმიჯი დაიმკვიდრა. ხელმძღვანელობამ სრულიად განახლებული ქარხნის, მანქანა-დანადგარების, ძველი გამოცდილი ტექნოლოების, სწორი მენეჯმენტის მეშვეობით მოიყვანა კომპანია დღემდე – ამ დროისათვის კომპანია აწარმოებს 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციას, საკუთარი დისტრიბუციის საშუალებით პროდუქცია შესულია საქართველოს თითქმის ყველა სავაჭრო ქსელში. პროდუქცია გადის ექსპორტზე უამრავ ქვეყანაში, მიღებულ აქვს სხვადასხვა ჯილდოები და სერთიფიკატები. რაც ყველაზე მთავარია – ნედლეული არის ქართული!
მე ვერ ვხვდები რატომ უნდა ვიყიდოთ ის უამრავი იმპორტირებული კეტჩუპი როცა გვაქვს საუკეთესო – კულას კეტჩუპი, რომელიც სხვა ყველა დანარჩენზე გემრიელია. 360 გრამიანი შუშის ქილის შეფუთვით 1,90 ლარი ღირდა.
გასინჯეთ და განსჯა თქვენთვის მომინდვია. კულას კეტჩუპი – მართლაც გემრიელია
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.