სარაჯიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ბრენდი, კომპანია 130+ წლიანი ისტორიით და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე იყიდება. David მისი ერთ ერთი პროდუქტია. 700 მლ-ში ჩამოსხმული კონიაკი, რომელიც მარკეტში 13 ლარი ღირს. სასმელის საქმეა ისეა, ზოგს მოწონს, ზოგს არა. ფაქტია, რომ ერთი საღამო ჩემს ოჯახში დაამშვენა.
მიუხედავად ამისა ხალხი მაინც არ სცემს სათანადო პატივს ქართულ ბრენდებს. რატომ? ნუთუ ხარისხი არ მოწონთ? ფასი? არა, პრობლემა სხვაგანაა … მედიის მიერ კარგად გამორეცხილი ტვინი … აი ესაა პრობლემა!
უნდა ვაღიარო შემდეგი: გამიკვირდა ის, რომ კომპანიის საიტი ძალიან დაძველდა და ვერ პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს. არც Facebook გვერდია აქტიური. მარკეტინგი დღეს ისეთი რამეა, თუ ყურადღება მუდმივად არ დაუთმე, ბაზარიდან ჩაგაჩოჩებენ. თუ ხალხის პატივისცემა გინდა 130 წლიანი ისტორიის ბრენდსაც კი ევალება პერიოდული გაახლება.
დავით სარაჯიშვილი პირველი იყო უმაღლესი ხარისხის კონიაკის წარმოება რომ დაიწყო საქართველოში. ხარისხიანი პროდუქტის წარმოების ტრადიცია უნდა გაგრძელდეს! მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ტრადიციის აღიარება, არა მხოლოდ სარაჯიშვილის, არამედ ქართული წარმოების პროდუქტებისა ზოგადად, მოხდეს საქართველოში მცხოვრები თითოეული კონკრეტული ადამიანის მიერ.